„ეკორესტ ლიკანი პალასი“ ბორჯომის ულამაზეს ლიკანში, მთებსა და ტყეებით გარშემორტყმულ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კლიმატი იდეალურ გარემოს ქმნის ჩვენი სასტუმროს დამსვენებლებისთვის. 

სასტუმრო იდეალურია როგორც ოჯახური, ისე რომანტიკული და განტვირთვის მსურველი სტუმრებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

• მყუდრო და კომფორტულ ნომრებს ულამაზესი ხედებით

• გალავნით დაცული ეზოს დიდი ტერიტორია

• რესტორანს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები

• თბილ ბუხარს საერთო სივრცეში – სასიამოვნო საღამოებისთვის

• ბავშვთა გასართობ ზონას – პატარა სტუმრებისთვის სიხარულით სავსე დღეებისთვის

დაგვერწმუნეთ, აქ თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს, სითბოს და ნამდვილ დასვენებას.